საფრანგეთმა საიდუმლო სამხედრო სწავლება ჩაატარა უკრაინაში თავისი
ძალების პოტენციური განთავსებისთვის მოსამზადებლად.
ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
როგორც მედია წერს, წვრთნები სახელწოდებით Persée ათ დღეს გაგრძელდა
და ის 2024 წლის შემოდგომაზე საფრანგეთის ერთ-ერთ პოლიგონზე გაიმართა.
მასში მონაწილეობა მიიღო სპეციალური დანიშნულების სახმელეთო ძალების
CAST-ის 3 200-მდე სამხედრომ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სწავლების დროს დაამუშავეს რუსული
ჯარების ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში
პოტენციური შეჭრის სცენარი.
ასევე, როგორც გამოცემა წერს, სწავლების მთავარი მიზანი იყო,
სამხედროებს დაემუშავებინათ უპილოტო და რადიოელექტრონული ბრძოლის
საშუალებების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ევროპელი მშვიდობისმყოფელების გაგზავნის
საკითხი სულ უფრო აქტუალური გახდა 7 დეკემბერს პარიზში ემანუელ
მაკრონის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპსა და უკრაინის
პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.