რა პრობლემებს შეუქმნის მოსალოდნელი ბრიტანული სანქციები ბიძინა ივანიშვილს
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს სანქციები დაუწესოს.

დიდი ბრიტანეთის მიერ ივანიშვილზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის ბიზნეს იმპერია, რომელიც რეგისტრირებულია გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზე – ბრიტანეთის ვირჯინიის და კაიმანის კუნძულებზე.

სანქციების ქვეშ მოექცევა:
❌ ქართუ ბანკი
❌ ფონდი ქართუ
❌ გალერეა თბილისი
აქსის თაუერსი
❌ ჰაიდელბერგ ცემენტი
❌ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
❌ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
❌ რუსული კომპანია შპს აკვა სფეისი
დიდი ბრიტანეთის სასანქციო რეჟიმი
გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეზღუდვას. ეს შეზღუდვები ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეც.

სანქციების მიზეზები
სანქციების დაწესების მოთხოვნის მიზეზებია:

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება;
მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება;
დემოკრატიის შელახვა;
საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობა;
შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები.

წყარო: გამჭვირვალობა საქართველო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები