რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა [video]
რუსთავი-გარდაბნის გზაზე, სოფელ ბირლიკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ვაზისა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 19 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, მათთან შეყვანილი 30 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები