2024 წლის დეკემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა
წლიურად გაიზარდა, თვის ჭრილში კი შემცირდა.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, მაჩვენებელი წლიურად 1.8%-იან ზრდას
აჩვენებს. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ყოველთვიურად ხელფასს 982 802
ადამიანი იღებდა. თვის ჭრილში კი შემცირებამ 2.5% შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში 146 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასი
600 ლარამდე მერყეობდა, 206 ათასზე მეტი პირის
- 1200 ლარამდე, 324
ათასზე მეტი - 1200-2400 ლარის ფარგლებში იღებდა ანაზღაურებას, 284
ათასი პირის ხელფასი კი 2400 ლარს აჭარბებდა.
ამავე კვლევის მიხედვით, ხელფასის მიმღებთა მთლიან მაჩვენებელში კი
9600 ლარზე მეტ ხელფასს დასაქმებულთა 4.6% იღებდა. ამასთანავე,
დეკემბერში წლიურად 0.8%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა
თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებდა.