2024 წელს უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 3 060 175 ლარი
შეადგინა, რაც 150 922 ლარით მეტია,
წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების
(კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში,
აღნიშნულისთვის 2 909 253 ლარის ჯარიმა დაიწერა.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით
უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში,
თუ პირი 30
დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი
- 40 ლარი. ჯარიმის მოცულობა 2019 წლის 4 ივლისიდან გაიზარდა, მანამდე
უბილეთო მგზავრებს მხოლოდ 5 ლარით აჯარიმებდნენ.