რა მდგომარეობაშია სარწყავი არხების ინფრასტრუქტურა მარნეულში,
რამდენად ეფექტურად ფუნქციონირებს არსებული სარწყავი სისტემა, რა არის
ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ამჟამად დგას სარწყავ არხებთან
დაკავშირებით მარნეულში, მიმდინარეობს თუ არა რაიმე კონკრეტული
პროექტები სარწყავი არხების მოწყობის მიმართულებით და როგორ
მონაწილეობენ ადგილობრივი ფერმერები გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- ამ კითხვებზე საპასუხოდ გადაცემა “აქტუალურ თემაში” მოვიწვიეთ
საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის ხრამი-დებედას ხელმძღვანელი,
თორნიკე გოგლიძე.
აღსანიშნავია, რომ მარნეულში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს
პროექტი, რომელიც მარნეულის სამ სოფელში: მარადისში, თაქალოსა და
წითელსოფელში სარწყავი სისტემების განვითარებას ეხება. პროექტს,
მწვანე განვითარების ჯგუფი „კერა“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც
სოფლებში ჩატარდა შეხვედრები და მოსახლეობამ მიმართა ადგილობრივ
თვითმმართველობას და მელიორაციას, რათა მოგვარებულიყო მათი
პრობლემები.
მარადისსა და წითელსოფელში ერთი არხი, სახელად ვაზიანი გადის და
სოფლის მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია, რომ არხი გაიწმინდა. ხოლო,
თაქალოელებმა მიიღეს პირობა, რომ მათი პრობლემებისათვის ხარჯები
2025-2026 წლის ბიუჯეტში გაიწერებოდა. თანხების გაზრდა სარწყავი
არხების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, დაგვიდასტურა თორნიკე
გოგლიძემაც.