8 პირს, რომლებიც 2 თებერვალს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს,
შემდეგ კი -სისხლის სამართლის კოდექსით, სასამართლომ საპატიმრო გირაო
შეუფარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ
დატოვებენ.
უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი
ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოგალაძეს 5000-ლარიანი
გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს – 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას
და ნიკოლოზ კუტუბიძეს კი – 3500-ლარიანი.
სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან ენმ-ის წევრი
გიგი უგულავა და „ახალის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.
ამ რვა პირს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის
ჯგუფურად ბლოკირების მცდელობა ედებოდათ ბრალად.