2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ ჯამში 7 368
149 ვიზიტი განხორციელდა,
რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან
ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ტოპ-15 ქვეყნის ჩამონათვალს,
საიდანაც საქართველოს 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
- რუსეთი - 1 421 923 ვიზიტორი;
- თურქეთი - 1 336 834 ვიზიტორი;
- სომხეთი - 948 299 ვიზიტორი;
- ისრაელი - 310 982 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი - 219 356 ვიზიტორი;
- ყაზახეთი - 178 930 ვიზიტორი;
- ირანი - 145 670 ვიზიტორი;
- ბელარუსი - 140 536 ვიზიტორი;
- ინდოეთი - 124 335 ვიზიტორი;
- უკრაინა - 118 528 ვიზიტორი;
- ჩინეთი - 88 583 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი - 88 298 ვიზიტორი;
- გერმანია - 78 644 ვიზიტორი;
- პოლონეთი - 66 504 ვიზიტორი;
- უზბეკეთი - 64 259 ვიზიტორი.