აღნიშნული კონკურსი ტარდება პროექტის "უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი
საზოგადოებისთვის"ფარგლებში,
რომლის მიზანია ქალთა უფლებების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური
გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება საქართველოში.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და
შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უზრუნველყონ თანასწორობისა და ქალთა
მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხების, ქალების და გოგოების
საჭიროებების ადვოკატირება და ინტეგრირება ადგილობრივ დონეზე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა
შეუძლიათ:
- შედარებით გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებს (ა (ა)იპ),
რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს მეწარმეთა კანონის
შესაბამისად პროექტის სამიზნე არეალში, კერძოდ კახეთსა და ქვემო
ქართლში (უპირატესობა მიენიჭება კახეთში: თელავის, ახმეტის საგარეჯოს,
გურჯაანის მუნიციპალიტეტებში და ქვემო ქართლში: მარნეულის, ბოლნისის,
დმანისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ
ორგანიზაციებს);
- ნაკლები გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ა
(ა)იპ), მცირე საინიციატივო ჯგუფებმა, სათემო ორგანიზაციებმა ან
არაფორმალურ ჯგუფებმა, რომლებსაც აქვთ მზაობა, დარეგისტრირდნენ როგორც
(ა (ა)იპ) საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ შესაბამისად და
რომლებიც ფუნქციონირებენ პროექტის სამიზნე არეალში, კერძოდ კახეთსა და
ქვემო ქართლში (უპირატესობა მიენიჭება კახეთში: თელავის, ახმეტის
საგარეჯოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტებში და ქვემო ქართლში: მარნეულის,
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ
ორგანიზაციებს).
მცირე საინიციატივო ჯგუფებმა, სათემო ორგანიზაციებმა ან არაფორმალურ
ჯგუფებმა ოფიციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგრანტო კონკურსის
მეორე ეტაპზე, სრული საგრანტო განაცხადის წარდგენის მომენტამდე.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად,
შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ საგრანტო სახელმძღვანელოს.
ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ფორმის (ბმული:
https://forms.gle/W9asP2RCmT9goj8AA)
წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 თებერვალი.
საგრანტო კონკურსი ჩატარდება 3
ეტაპად:
** პირველ ეტაპზე მოხდება ინტერესის გამოხატვა და საუკეთესო
იდეის მქონე ორგანიზაციების წარმომადგენლების შერჩევა.
** მეორე ეტაპზე შერჩეული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობას
მიიღებენ CARE-ს მიერ ორგანიზებულ სავალდებულო ტრენინგებში პროექტის
წერის, ბიუჯეტირების,
ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, სოციალური ანგარიშვალდებულების,
თანასწორობის და სხვა საკითხებზე.
** მესამე ეტაპზე ტრენინგების გავლის შემდეგ, მოხდება სრული საგრანტო
განაცხადების წარდგენა.
ვრცლად, იხილეთ
აქ: