აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე
მუშაობა დასრულდა
– ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა
მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯეიჰუნ ბაირამოვის ცნობით, ერევანი დათანხმდა აზერბაიჯანის
წინადადებებს დარჩენილ ორ საკითხზე, მათ შორის ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან გაყვანასა და
საერთაშორისო ინსტანციებში დავების შეწყვეტაზე.
„ტექსტზე მუშაობა დასრულდა. შემდეგი ნაბიჯია სომხეთის
კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების
ამოღების საკითხი. ამასთან, უნდა გაუქმდეს
მინსკის ჯგუფი და მისი
ნარჩენები”, – განაცხადა მან.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო
მოლაპარაკებების ხელშეკრულება 17 პუნქტისგან შედგება, მათგან ორზე
მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ.