მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ
მარნეულში ნოვრუზ ბაირამის მისალოც ბილბორდებს აკრავს.
ბილბორდებს ქალაქ მარნეულში თვითმმართველობის დავალებით შპს „პრინტ
ოფისი“ ანთავსებს.
შპს „პრინტ ოფისმა“ გაიმარჯვა მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ
გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც საინფორმაციო და მისალოცი
ბილბორდების/ბანერების დიზიანის დამზადების და თანმდევი
მონტაჟი/დემონტაჟისთვის იყო გამოცხადებული. 23 დეკემბერს მერიასა და
კომპანიას შორის გაფორმებული ხელშკრულების მიხედვით, ქალაქ მარნეულში
ნოვრუზ ბაირამის მისალოცი 6 ბილბორდი განთავსდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მერიამ მთელი წლის განმავლობაში
განსათავსებელი ბილბორდები შემდეგი რაოდენობით შეიძენა:
6 ცალი - ნოვრუზ ბაირამის ბილბორდი
6 ცალი - აღდგომის ბილბორიდი
3 ცალი - მარიამობის ბილბორდი
5 ცალი - მარნეულობის ბილბორდი
5 ცალი - საახალწლო ბილბორდი
5 ცალი - საშაბაო ბილბორდი
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ყოველი წყლის 21 მარტს აღინიშნება.
მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად 226 562 ლარის
ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო
მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის,
ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია. სადღესასწაულო მაგიდას
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება
სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე
იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.
21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის
სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური
უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება
ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და
ცეცხლს.