„ბიბისი“ - American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან
12:58 / 14.03.2025
American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც კოლორადო სპრინგსიდან
დალასის ფორთ უორთის საერთაშორისო აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს,
ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ბიბისის“ ცნობით, მგზავრები ევაკუირებული არიან.
ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო თვითმფრინავი დენვერის
აეროპორტში ავარიულად ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:15 საათზე
დაეშვა. დაშვების შემდეგ, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე
მოძრაობისას
თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
American Airlines-ის განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 172
მგზავრი ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად. 12 ადამიანი საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
American Airlines-ის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზის
დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.