ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ, ფაქტობრივად, გაანულა აზერბაიჯანის და
აშშ-ის ურთიერთობები,
– ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს
ფორუმზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის
სანქციების დაწესებამ ქვეყანაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
„ჩვენ ავაშენეთ ეს ურთიერთობები ათწლეულების
განმავლობაში. ჩვენ ვიყავით აშშ-ის სანდო, ახლო პარტნიორები და ისინი
იყვნენ ჩვენი. როცა სჭირდებოდათ, მათთან ვიყავით. როდესაც საქმე ერაყს
ეხებოდა, ჩვენ ვიყავით, დიახ, როცა საქმე ავღანეთს ეხებოდა,
დიახ,
ჩვენ შევუერთდით ავღანეთის ოპერაციებს 2001 წელს, როგორც ნატო-ს
არაწევრი ქვეყანა და ჩვენ ვიყავით უკანასკნელები, ვინც დავტოვეთ ეს
ქვეყანა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.