სოფელ ქოლაგირსა და არხილის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია - სოფლის მოსახლეობა უსაფრთხოებაზე წუხს
სოფელ ქოლაგირისა და არხილის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოეწყო და მრავალი წელია მოსახლეობა სარგებლობს, განკუთვნილია როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მანქანებისთვის. ახლა ხიდის ფეხით მოსიარულეთა ნაწილები ჩამოინგრა.


სოფლის მოსახლეობის თქმით, ხიდი ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ როგორც არახლოს, ისე კოლაგირის მცხოვრებლები ამ ხიდს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ისინი იყენებენ ამ ხიდს თავიანთი
პირუტყვის და მოსავლის გადასატანად.

ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ხრამზე, გზატკეცილზე მდებარეობს. მოსახლეობის თქმით, სოფლის მოსახლეობა და პირუტყვის მეპატრონეები ხიდით სარგებლობისას შიშით მოძრაობენ.


სოფლის მაცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ, ხიდზე გადასვლისას ქალი დაეცა და გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ხიდის რესტავრაცია ამ დრომდე არ განხორციელებულა. სოფლის მოსახლეობა დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს, გადაუდებელი ზომების მისაღებად და ხიდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საკითხის გასარკვევად სოფელ არახლოში მერის წარმომადგენელს ტალეჰ ისაევს დავუკავშირდით. მან რადიო "მარნეულს" განუცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და ამასთან დაკავშირებით მან ბოლნისის მერიას მიმართა.

"ეს ვიცი, ამის შესახებ შუამდგომლობით მივმართეთ ბოლნისის მერიას. ეს ხიდი ბოლნისის მერიის ბალანსზე არ არის, საგზაო დეპარტამენტის ბალანსზეა. ამიტომ მერიამ ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც მიმართა. ახლა ველოდებით განყოფილების პასუხს."

ისაევმა ასევე განაცხადა, რომ ხიდი მთავარ გზად გამოიყენებოდა 1984-1985 წლამდე. მოგვიანებით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ხიდი კოლაგირსა და არახლოს შორის. ამის შემდეგ ამ ხიდით მხოლოდ სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები