ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება დმანისში ტრაგიკული შემთხვევის გამო გაუქმდა
დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა გაუქმდა.

ტრაგედია, 15 მარტს მოხდა. როგორც რადიო "მარნეულთან" საუბარში დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმნამოვი ყვება. ავარიას, 20-21 წლის ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, რომლებიც დმანისის მერიისა და საკრებულოს თანამსრომლების შვილები იყვნენ.

დმანისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს:

"გულითადად
ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანავუგრძნობთ ამ მძიმე დროს. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება."


ნოვრუზ ბაირამი, რომელიც 18 მარტს უნდა ჩატარებულიყო, ყოველწლიური დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემი ტრადიციულად აღნიშნავს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები