შსს-მ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის მკვლელობაში ბრალდებული,
1975 წელს დაბადებული გ.უ. დააკავა.
მას ბრალად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
რამდენიმე ჭრილობა მიაყენა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების
შედეგად,1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე დაიღუპა, ხოლო 1965 წელს
დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.