მოედნიდან „კიდევაც დაიზრდებიან“ სკვერამდე ტროტუარის მოსაწყობად 2 308 312 ლარის დახარჯვა იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 26 მაისის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობას 2 308 312 ლარად გეგმავს. მარნეულის მერიამ ცენტრალური მოედნიდან „კიდევაც დაიზრდებიან“ სკვერამდე ტროტუარის მოწყობისათვის ტენდერი 17 მარტს გამოაცხადა.

„საპროექტო ტროტუარების ჯამური სიგრძე (არსებული გზის ორივე მხარეს) შეადგენს 4 223 გრძ.მ.
საპროექტო მონაკვეთზე ტროტუარის არსებული საფ
არი არაერთგვაროვანია (ხრეშოვანი საფარი, ასფალტბეტონი, ბეტონი, ფილა). არსებულ ტროტუარებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჩატარებია რეაბილიტაცია, შესაბამისად დაზიანებულია როგორც ტროტუარის სავალი ნაწილი ასევე ბორდიურები. არაა გამოკვეთილი შშმ პირთა სარგებლობისთვის შესაბამისი პანდუსები და ა.შ.“
- აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პროექტში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანი არსებული საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების რეაბილიტაციაა. პროექტით გათვალისწინებული ახალი ბორდიურების, ღარბორდიურების, ღარის და ფილების, პანდუსების მოწყობა. პროექტის მიხედვით ტროტუარი ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირთა სარგებლობისათვის.

ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს 2-დან 7 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო წინადადების მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

პროექტის განხორციელებისათვის 2 308 312 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები