ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი
ხათირა ისლამი იმღერებს.
ის მაყურებლის წინაშე ერთსაათიანი რეპერტუარით უნდა წარსდგეს.
მომღერალს მარნეულის მერია 5 000 ლარს გადაუხდის.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში 21 მარტს 156 450 ლარად
გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია,
შპს „გეოპროფი“ გაუწევს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დღესასწაულისათვის იგეგმება
წამყვანების დაქირავება, მსახიობების დაქირავება, გასართობი სივრცის
უზრუნველყოფა, მუსიკალური ჯგუფების დაქირავება, გაზაფხულის
გოგონას
მსვლელობის მუსიკოსების დაქირავება, საცირკო სანახაობის მომსახურების
დაქირავება, კულინარიული ნაწარმის შესყიდვა , მსახიობების და
მუსიკოსების ფორმების დაქირავება, ბაჰარ გზ-ს ფორმის დაქირავება,
ტრადიციული კოცონის ასანთები შეშა , სცენაზე (ქოსა და ქეჩალი) პიესის
შესასრულებლად საჭირო დეკორაციების შესყიდვა და სხვა.
გთავაზობთ 21 მარტის პროგრამას, რომელიც მარნეულის მერიამ
გამოაქვეყნა:
- თეატრალიზებული მსვლელობა
- ტრადიციული კოცონის ანთება
- ეთნოკუთხე
- სპორტული აქტივობები
- საბავშვო გასართობი ზონა
- ფოტო ზონა & გიფერი
- ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
- წითელი ჯვრის და მარნეულის კულტურის ცენტრის „სამხატვრო
სტუდიის“ ერთობლივი გამოფენა.
- 13:45-17:40 სთ.
- კონცერტი სადაც თქვენს წინაშე წარდგებიან:
- კულტურის ცენტრის მომღერლები და გუნდები
- არიზ ჰუსეინოვი
- ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”
- ხათირა ისლამი – მოწვეული მომღერალი
აზერბაიჯანიდან
- DJ & ფოიერვერკი