კულტურის სახლში ღონისძიება “ოთხი ჩერშენბე” გაიმართა
18 მარტს, მარნეულის კულტურის სახლის ეზოში ღონისძიება, “ოთხი ჩერშენბე” გაიმართა. ცენტრის ორგანიზებით მოეწყო სხვადასხვა საგამოფენო სივრცე, მათ შორის ტრადიციული კულინარიის და ხალიჩების კუთხე.



როგორც რადიო “მარნეულს” კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო შავიშვილმა უთხრა, მათი მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნონ ჩერშენბესთან დაკავშირებული ტრადიციები, რომლებიც პერფორმანსების სახით წარმოადგინეს.

“ჩვენი მიზანია ეს ჩერშენბეები
ყოველწლიურად აღვნიშნოთ სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა ფორმით. ძირითადად, ამას სოფლებში
ვაკეთებთ, თუმცა წელს გადავწყვიტეთ ესყოფილიყო ქალაქი და ყოფილიყო ბოლო, მიწის ჩერშენბე, სადაც წარმოვადგენთ ჩერშენბეებთან დაკავშირებულ პერფორმანსებს. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ჩერშენბე მნიშვნელოვანია, რადგან იწყება მთავარი ნოვრუზის აღნიშვნის პერიოდი. გვინდა გავაცნოთ მოსახლეობას თუ რას ნიშნავს ჩერშენბე და რას უკავშირდება მისი აღნიშვნის ტრადიცია”

ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გააფორმა აშუღმა, ნარგილე მეთიევამ, რამინ პირმამედოვმა/თარი, კულტურის ცენტრის საზის სტუდიამ, ილაჰა ტალიბოვამ, ანსამბლმა „ენგურმა“ და შაბან მამედოვმა.



ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს აღინიშნება.



21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ. ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია. „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები