იანვარ-თებერვალში დენი ძირითადად აზერბაიჯანიდან და სომხეთისგან ვიყიდეთ
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თითქმის 20 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა.
2024 წლის შესაბამის პერიოდში ჯამში $1.6 მლნ-ის დენი იყო იმპორტირებული. ამის მიზეზი იყო ის, რომ შარშან იანვარ-თებერვალში იმპორტირებული ელექტროენერგია მხოლოდ ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა, რომელიც რუსეთისგან დაბალ ფასად იღებს ელექტროენერგიას.

ასე მაგალითად 2024 წელს იმპორტულ ელექტროენერგიაში ჯამურად გადახდილმა თანხამ 23.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც
საშუალოდ კვტ.სთ-ზე 1.9 ცენტია. აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ამას გარდა, წელს იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთის ნაცვლად აზერბაიჯანი და სომხეთი იყვნენ, საიდანაც საქართველომ 19 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია იყიდა. რუსეთიდან მხოლოდ 400 ათასი დოლარის დენია ნაყიდი. იმპორტიორი ქვეყნების ცვლილება სავარაუდოდ, ფასზე აისახა, თუმცა ზუსტად რამდენი გადაიხადა კვტ.სთ ელექტროენერგიაში ქვეყანამ ეს მხოლოდ იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები