თურქეთში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა – არიან დაღუპულები
27 მარტს თურქეთში ორი ადამიანი დაიღუპა სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

თურქული მედიის ცნობით, ხანძარი ზამთრის კურორტ ულუდაგში, ტურისტულ ცენტრში მდებარე სასტუმროში გაჩნდა. მედიის ცნობით, სასტუმრო 2025 წლის იანვარში ტურისტული ბიზნესსერტიფიკატის უქონლობის გამო დაიხურა, თუმცა შენობაში ხანძრის მომენტში 12 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში დაღუპულთა
შორისაა მოთხილამურე, რომელიც წარმოადგენდა თურქეთს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

მედიის ცნობით, სასტუმროს 12 თანამშრომელს შორის, რომლებიც იმ დროს იმყოფებოდნენ შენობაში, ცხრამ გაქცევა მოახერხა, სამი კი კვამლის ჩასუნთქვის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google