პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცველს
პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის 8 წარმომადგენელს სანქცია დაუწესა.

კერძოდ, პოლონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა სამართალდამცავი სტრუქტურების რვა წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე, აუკრძალა პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“.


წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები