ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა კვლავ სამი კომპანიის
მიერ - "საქართველოს ბანკის",
"თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის
წარმოდგენილი.
მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების
ფასი 2.87%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 53.80
გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.64 მილიარდ
გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში
კომპანიის აქციების ფასი
31.86%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება
4.39%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 42.80 გირვანქა სტერლინგი ღირს.
კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.36 მილიარდ გირვანქა
სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 57.35%-ით
გაიზარდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს,
ის 5.78%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 13.92 გირვანქა
სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 648 მილიონ
გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი
34.62%-ით გაიზარდა.