საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი
ტონა ხორცი აწარმოა. მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა გაზრდილი.
2021 წლიდან მოყოლებული წარმოება მზარდია, თუმცა მაჩვენებელი მკვეთრად
არ შეცვლილა.
აქ მოიაზრება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის და
ფრინველის ხორცი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლამდე ხორცის წარმოების ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი 2006 წელს იყო - 83.3 ათასი ტონა.
უფრო დეტალურად, გასულ
წლებში ხორცის წარმოების სტატისტიკა ასე
გამოიყურება:
ხორცის წარმოება (ათასი ტონა)
ოფიციალური სტატისტიკით, ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე
წელიწადში 45 კილოგრამს შეადგენს. მაჩვენებელი მზარდია, ვინაიდან 2022
წელს 40 კგ იყო, რაც 2023 წელს უკვე 45 კგ-მდე გაიზარდა.
ხორცის მოხმარება ერთ სულზე წელიწადში
(კგ)
2023 წლის მონაცემებით, ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 47%-ია.
ეს ჩამორჩება 2024 წლის 50%-იან ნიშნულს. ხორცის თვითუზრუნველყოფის
კოეფიციენტი ყველაზე მაღალი, 52% 2018 წელს იყო.
რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს, საქართველო ბევრად მეტ
ხორცს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის.
2023 წელს ხორცის იმპორტი 108.7 ათასი ტონა იყო (წლიურად 7.5%-ით
მეტი), ხოლო ექსპორტი 18.2 ათასი ტონა (წლიური კლება 30.5%).
ხორცის იმპორტი (ათასი ტონა)
ხორცის ექსპორტი (ათასი ტონა)