ლაგოდეხში მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიხრჩო
ლაგოდეხში მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიხრჩო. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გავრცელებული
ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ფეხი დაუცურდა და სარწყავ არხში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები