ქვემო ქართლისა და სხვა რეგიონებში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო — დაკავებულია 18 პირი

ქვემო ქართლში, თბილისში და სხვა რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,

პოლიციამ ამოიღო სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა — დაკავებულია 18 პირი.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, ვაზნები, ამფეთქი ფალიები და კაფსულ-დეტონატორები. ასევე ამოღებულია გამომშრალი მარიხუანა და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი“.

დაკავებულთა შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლევი, ისე არასრულწლოვანი პირებიც. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე პრიმა და 287-ე პრიმა მუხლებით, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები