გომელაურის I მოადგილედ დაინიშნა პოლიციელი, რომელმაც აქციაზე ქალს თმებზე მოქაჩა
გომელაურის I მოადგილედ დაინიშნა როლანდ მესხი — პოლიციელი, რომელმაც აქციაზე ქალს თმებზე მოქაჩა.

ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

ამ დრომდე ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილის პოსტს შალვა ბედოიძე იკავებდა. ბედოიძეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 10 აპრილს დაუწესა.

თავად გომელაური კი აშშ-ის მიერ არის სანქცირებული – ის „მაგნიტსკის სიაშია” შეყვანილი.

შსს-ის თანახმად, როლანდ მესხი 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა
სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

როლანდ მესხმა 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თმაზე მოქაჩა 20 წლის სტუდენტ ნატა ჭიოკიძეს.

კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ქალს უკნიდან ეპარება, თმაზე ქაჩავს და ძალის გამოყენებით ცდილობს, გადაადგილებაში ხელი შეუშალოს.


წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები