რუსთავის ერთ-ერთი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია მოხდა
რუსთავის #26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.

დირექტორის განცხადებით, მიიღეს შეტყობინება, რომ სკოლაში ბომბია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები