2025 წლის მარტში თვიურ ხელფასს 962 985 მოქალაქე იღებდა, რაც წლიურად
0.3%-იანი გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, მარტში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის - 34%-ის
შემოსავლები 2400-ლარს აჭარბებდა, 14%-ს კი 599-ლარამდე ხელფასი
ჰქონდა.
უფრო კონკრეტულად, მარტში ხელფასის მოცულობის მიხედვით, დასაქმებულთა
რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:
- 2400-ლარზე მეტი (34%) - 343 ათასი პირი;
- 1200-დან 2399-ლარამდე
(32%) – 326 ათასი პირი;
- 600-დან 1199-ლარამდე (19%) – 192 ათასი პირი;
- 0-დან 599-ლარამდე (14%) – 142 ათასი პირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა,
რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.7%-ს
შეადგენდა, რაც წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით ზრდაზე
მიანიშნებს.