ხაშურში საქალაქთაშორისო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ოზურგეთიდან თბილისში მიმავალი სამგზავრო მატარებლის ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.

„ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი“,

- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ცეცხლი უკიდია ერთ-ერთ ვაგონს, თუმცა რკინიგზაში ამბობენ, რომ ეს „დაკმავილიანებაა“.
მგზავრთა ევაკუაცია ხაშურში მოხდა. რკინიგზის ცნობით, არავინ დაშავებულა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები