ადგილობრივი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 230%-ით გაიზარდა - სად ვყიდით
საქართველოდან ადგილობრივი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 230%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე გავიდა 10.512 მლნ დოლარის (3 583 ტონა) ცოცხალი რქოსანი პირუტყვი. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის საანგარიშო პერიოდში 3.179 მლნ დოლარის ღირებულების 1 151 ტონა საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 230%-ით გაიზარდა

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, თუ შარშან საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვი მხოლოდ ერაყში გავიდა, წელს ბაზარს აზერბაიჯანიც დაემატა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში შინაური პირუტყვი გავიდა:
  • ერაყი - 9.651 მლნ დოლარის 3 171 ტონა
  • აზერბაიჯანი - 861 ათასი დოლარის 412 ტონა
რაც შეეხება სრულ 2024 წელს, შარშან საქართველოდან 54.951 მლნ დოლარის ღირებულების 18 200 ტონამდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები