საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის
საშუალო რეალური ზრდა 9.3% იყო.
მარტში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა
დარგებმა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია,
- პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები,
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,
- ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის
სექტორში.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ
შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის
გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული
მონაცემების) საფუძველზე. იმ სფეროებში (მაგალითად, სოფლის მეურნეობა,
დაუკვირვებადი
ეკონომიკის მოცულობა), სადაც ყოველთვიური მონაცემები არ
მოიპოვება, შეფასება კეთდება წინა პერიოდის მონაცემებზე
დაყრდნობით.