+111% - რუსების მიერ მაისის ავიაჯავშნები ყველაზე მეტად ბათუმზე გაიზარდა
რუსების მიერ უცხოურ მიმართულებებს შორის მაისის მთლიან ავიაჯავშნებში ყველაზე მეტად, 111%-ით ბათუმის წილი გაიზარდა, ხოლო მეორე ადგილზე 92%-იანი ზრდით კვიპროსის ლარნაკაა. ამ მიმართულებებმა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტი ზრდა აჩვენა.

ამის შესახებ ავიაბილეთების რუსულ სერვის Aviasales-ის კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.

კვლევის თანახმად, მაისში ბათუმში დასვენების საშუალო ხანგრძლივობა ერთ კვირას შეადგენს, ხოლო მთლიან ჯავშნებში 7% ბავშვებისთვისაა. ერთ ზრდასრულ ადამიანზე ეკონომკლასის ავიაბილეთის საშუალო ფასი 15.7 ათასი რუბლია (192 დოლარია), რაც, გასული წლის მაისთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია.


შედარებისთვის: ლარნაკაში რუსი ტურისტები, საშუალოდ, 12 დღით რჩებიან, ხოლო ბავშვებთან ერთად დასვენება ანალოგიურად მთლიანი დაჯავშნების
7%-ს შეადგენს. ავიაბილეთის საშუალო ღირებულება 29.8 ათასი რუბლია (364 დოლარია), რაც, წინა წელთან შედარებით, 29.5%-ით ნაკლებია.

პროცენტული ზრდით მესამე ადგილზე ეგვიპტის კურორტი, შარმ-ელ-შეიხია, სადაც ფრენებზე მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად, 65%-ით გაიზარდა. ქალაქში დასვენების საშუალო ხანგრძლივობა 9 დღეს შეადგენს, ხოლო მთლიან დაჯავშნებში 17% ბავშვებთან ერთად მოგზაურობის წილია. ერთ ზრდასრულ ადამიანზე ეკონომკლასის ავიაბილეთის საშუალო ფასი 24.7 ათასი რუბლია (302 დოლარია), რაც გასული წლის საშუალო ფასზე 19%-ით მეტია.

მთლიანობაში, რუსების მიერ მაისში უცხოური დაჯავშნების წილი, გასულ წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და ყველა სხვა დაჯავშნების 37%-ს შეადგენს. უცხოურ მიმართულებებში ყველაზე დიდი წილი სტამბოლს, ტაშკენტს, ერევანს, ანტალიასა და მინსკს უკავია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები