„ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც
ნათქვამია, რომ „ოცნების” ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, სადაც არჩეული
იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.
„ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს
სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი
საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული
ოცნების” ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის
ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ
განახლდება
პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე
დამტკიცდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 25
აპრილს განაცხადა, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის
გადაწყვეტილება მიიღო.
„მინდა, გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის
გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა, არ წყდება სპეკულაციები ჩემს
პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების
წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, შეკითხვებს გავცე ამომწურავი
პასუხი“ – თქვა მან „ოცნების“ ოფისში გამართულ
ბრიფინგზე.
მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან განაგრძობს. შეკითხვის
საპასუხოდ კი დააზუსტა, რომ ეს იქნება კერძო სექტორი.