წელს ოთხ თვეში სატვირთო გადაზიდვები 61%-ით გაიზარდა
2025 წლის ოთხ თვეში საქართველოდან სატვირთო გადაზიდვები 61%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 599 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ტვირთების გადაზიდვა შარშანაც გაიზარდა. ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, შარშან საჰაერო გზით 25 ათას ტონაზე

მეტი ტვირთია გატანილი. 2023 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი, ეს 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოში სატვირთო ტერმინალი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს, შესაბამისად, გადაზიდვებიც მხოლოდ მისი გავლით ხდება.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები