"საქართველოს საპენსიო ფონდმა" განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით,
საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა
დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო
სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 612 ათასი ადამიანია.
2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა, რომლის ზომაც 39.1 მლნ
ლარია, ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით
0.8%-ით გაიზარდა, მაშინ
როცა დაბალანსებულმა (ზომა ₾37.7 მლნ) და
კონსერვატიულმა (₾6.6 მლრდ) პორტფელებმა თანაბარი - 0.7%-იანი -
თვიური ზრდა დააფიქსირეს.
წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის
ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1%
(გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და
კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და
11.2% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური
აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ
პორტფელში აქციების წილი 48%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო
კონსერვატიულში 16.1% იყო.
30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 18 749-მა პირმა
ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 79.2 მლნ ლარი გაიცა.