გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა და აპარატურა წაართვა
TV პირველის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ – გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეფონსა და კამერას იტაცებს

დღეს, TV პირველის ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს, ქვემო ქართლში გადამღები ჯგუფის საქმიანობისას ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი შინჯიკაშვილის მამა. შემთხვევა მოხდა შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ტელეკომპანიის გუნდი მისგან კომენტარის მიღებას ცდილობდა.

ვიმყოფებოდით გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლში. მას შემდეგ მოვედით აქ, რაც ვიცე-გუბერნატორმა სოციალურ
ქსელში გაავრცელა ინფორმაცია

იმის შესახებ, რომ ის ტოვებდა თანამდებობას.
ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მის მამასთან, ჩავწერეთ ინტერვიუ და მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ეს ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა. როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ.
ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე - თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, კამერა, რომლითაც ვიღებდით, ვწერდით ამ ინტერვიუს. ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში მეჭირა ჩემი კუთვნილი მობილური, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ",
- ამბობს ჟურნალისტი.

როგორც TV პირველის პროდიუსერი, ნოდარ მელაძე აცხადებს, გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის მამამ ჟურნალისტს მობილური ტელეფონი წაართვა და ტელევიზიის კამერა გაიტაცა. მისი თქმით, პოლიცია ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე არ მისულა.

TV პირველი მომხდარს პირდაპირ უკავშირებს გიორგი შინჯიკაშვილის დღევანდელ განცხადებას – ის თანამდებობიდან გადადგა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტიდან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები