„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში სამუშაო ძალა 1.63
მლნ-ს შეადგენს,
მათგან 86%, ანუ 1.403 მლნ ადამიანი დასაქმებულია. უმუშევართა
რაოდენობა კი 227 ათასს შეადგენს.
დასაქმებულთა 33% თბილისში მუშაობს, 12% - იმერეთში, ხოლო 10% -
აჭარაში.
დასაქმების რაოდენობრივი მაჩვენებლები საქართველოში, რეგიონების
მიხედვით:
- თბილისი - 464 300 დასაქმებული
- იმერეთი - 170 400 დასაქმებული
- აჭარა - 141 800 დასაქმებული
- ქვემო ქართლი - 140 500 დასაქმებული
- კახეთი - 121 900 დასაქმებული
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117 700 დასაქმებული
- შიდა ქართლი - 101 700 დასაქმებული
- სამცხე-ჯავახეთი - 60 200 დასაქმებული
- გურია - 39 400 დასაქმებული
- მცხეთა-მთიანეთი - 33 700 დასაქმებული
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10 900 დასაქმებული
რაც შეეხება უმუშევრობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, ისიც თბილისშია
და 81 100 კაცს (36%) შეადგენს, 35 700 უმუშევარია (16%) იმერეთში,
ქვემო ქართლში კი - 28 100, რაც საერთო ოდენობის 12%-ს შეადგენს.