საქსტატმა სოფლის მეურნეობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა რომლის
თანახმადაც,
წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა.
კერძოდ, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, მსხვილფეხა
პირუტყვის რაოდენობა 4.9%-ით შემცირდა და 861.1 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396.3 ათასი სულით
განისაზღვრა, რაც წინა წლის მონაცემებს 4.3%-ით ჩამორჩება.
ამასთან, ღორის რაოდენობა 152 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.2%-ით
ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
11.3%-ით გაიზარდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.