იანვარ-მარტში ქვეყანაში 108.5 მლნ ლიტრი რძე და 172 მლნ კვერცხი იწარმოვა - საქსტატი
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში რძის და ხორცის წარმოებამ იკლო, ხოლო კვერცხის წარმოება გაიზარდა.

კერძოდ, იანვარ-მარტში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4%-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4%-ით ნაკლებია.

პირველ კვარტალში წარმოებულია 172 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით მეტია.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები