გორში მოზარდი სცემეს TikTok-ზე „ქურდული სამყარო"-ზე უარყოფითი კომენტარის დაწერის გამო
ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ინციდენტს, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობას უკავშირდება. მშობლების თქმით, მოზარდი სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან TikTok-ზე კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ უარყოფითი კომენტარი დაწერა.

„ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. ცემაში დაახლოებით 10-15 ადამიანი მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი — ალბათ სრულწლოვანიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში უკვე იყვნენ დაკითხვაზე, მაგრამ შედეგი არ ვიცით“, — განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა „ქართლის ამბებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

შიდა ქართლში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები