თბილისში, ლილოს დასახლებაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო
შეეჯახნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარს" განუცხადეს, მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
წყარო: mtavari.tv