შსს-ს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, ნარკოლოგიური
შემოწმება
1 479-მა პირმა გაიარა და მათგან 1 113-ის ტესტირებამ დადებითი შედეგი
აჩვენა.
შემოწმებისა და დადებითი შედეგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
თბილისშია, სადაც 640 გადამოწმებულიდან 542-ის ტესტმა დადებითი შედეგი
აჩვენა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სამცხე-ჯავახეთში - 5-დან
4.
გთავაზობთ სრულ სტატისტიკას, რეგიონების მიხედვით:
- თბილისი - 542 (640-დან)
- კახეთი - 184 (212-დან)
- სამეგრელო - 113 (133-დან)
- იმერეთი - 80 (144-დან)
- ქვემო ქართლი - 74 (110-დან)
- შიდა ქართლი - 66 (96-დან)
- აჭარა - 38 (117-დან)
- გურია - 12 (22-დან)
- სამცხე-ჯავახეთი - 4 (5-დან)