„ქართული ოცნების” პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები
„პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში.
ცვლილებებით მარტივდება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. კერძოდ,
გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად აღარ იქნება საჭირო
კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება
საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს.
საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან
დაკავშირებული პროცესი 1 კვირის ვადაში დასრულდება.
კანონს ხმა „ოცნების” 78-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ არავინ
წასულა.
გენერალური პროკურორის პოსტი 4 ივნისიდან ვაკანტურია. ამ დღეს
„ოცნების” პარლამენტის შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი
გაბიტაშვილს, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად წარადგენს, ხოლო 2022
წელს 7 წლის ვადით არჩეული ცოტნე ყაველაშვილი ფინანსთა სამინისტროში
დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ მინისტრის მე-6 მოადგილე გახდა.
გაბიტაშვილი „ოცნების” პარლამენტმა უკვე დაამტკიცა გენერალურ
აუდიტორად.