ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ
თანამდებობა 16 ივნისს დატოვა
- მას ირაკლი [დაჩი] ბერაია შეცვლის. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო
ავრცელებს.
კაკავა აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
ბერაია აქამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი
იყო, სადაც 3 აპრილს დაინიშნა.
იქამდე, 2025 წლის 13 იანვარს, ივანიშვილის იუსტიციის იმ დროინდელმა
მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ბერაია თავის მოადგილედ დანიშნა.