გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-17 ივნისს დასავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა
და ელჭექი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში - სეტყვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,
ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია
გაფრთხილებაში.