სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა – პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა.

შსს მზია ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა და წარმოება 173-ე მუხლით იყო დაწყებული, ის ამ საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმეს.

მოგვიანებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო – ამჯერად, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, შსს მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავებოდა. სტიკერზე ეწერა: „იფიცება საქართველო”.

წინა სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა უსამართლობა უწოდა სტიკერის გამო მის მეორედ გასამართლებას. მან თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რადგან „სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის”.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები