გორში, კვერნაქის დასახლებაში ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედია მოზაიკამ გაავრცელა,
მათივე ცნობით, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის კ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში
განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.