ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ავტობუსში საქართველოს 38 წლის მოქალაქე
მგზავრებს დანის გამოყენებით თავს დაესხა,
რის შედეგადაც 76 წლის კაცი დაიღუპა, 2 ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად დაშავდა მგზავრი,
რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა, შემდეგ კი მძღოლი.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ადგილზე დააკავეს, თავდასხმის
მოტივი კი ამ დრომდე უცნობია. მათივე ინფორმაციით, თავდასხმამდე მან
ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდა, მაგრამ იმ დროს მისი დაკავება
ვერ მოხერხდა.
ანტვერპენის პროკურორის ოფისის განცხადებით, დაკავებული საავადმყოფოში
სამედიცინო გამოკვლევისა და ფსიქიატრიული ანალიზისთვის
გადაიყვანეს.