ამოღებულია გამომშრალი მარიხუანა და მეთადონი – შსს-მ 5 პირი დააკავა
შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, ამ პირებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღების მცდელობასა და გასაღების მომზადებას ედავებიან.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები". - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები